პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ში მონაწილე კომპანიებს აშშ-მ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

რამდენიმე კვირაში, აშშ-მ შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის მშენებლობაში. ამის შესახებ The Wall Street Journal -ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ვაშინგტონში მიღებული არ არის. ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, ამჟამად საკითხი წყდება, თუ რომელ კომპანიას შეეხება სანქციები, ვინც ბალტიის ზღვაში მილის გაყვანაში მიიღებს მონაწილეობას, თუ იმათაც, ვინც პროექტს დააფინანსებს.

გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ ამერიკის ხელისუფლება ევროკავშირს სანქციების დაწესების წინ საქმის კურსში ჩააყენებს.

 

Facebook Comments

ახალი დადებული