საგარეო პოლიტიკა

პუტინი-მერკელის შეხვედრა სამი საათი გაგრძელდა

მეზებერგის სასახლეში, რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა 3 სთ-ის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებზე მხარეებმა თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, აგრეთვე განიხილეს სირიის, ირანისა და უკრაინის საკითხები.

ვლადიმერ პუტინი ბერლინში ავსტრიიდან ჩავიდა, სადაც ავსტრიის საგარეოს საქმეთა მინისტრის ქორწილს დაესწრო.

მოლაპარაკებების დაწყების წინ მერკელმა და პუტინმა პრესისთვის განცხადებები გააკეთეს, რომელშიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და აღნიშნული პროექტის რეალიზაციის შემდეგ უკრაინის როლზე ისაუბრეს.

 

 

Facebook Comments