ვაჟა-ფშაველაზე სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ. 12 წლის მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ვაჟა-ფშაველას მეტროსთან დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში მრავლობითი დაჟეჟილობებით შეიყვანეს. სოფიო კუსიანის განმარტებით 12 წლის მოზარდს დაზიანებები ქვედა კიდურებზე აქვს, თუმცა, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

Facebook Comments

ახალი დადებული