თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია დღეს იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აღსაზრდელთა დამატებით რეგისტრაციას აცხადებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

2018-2019 სააღმზრდელო წლებისთვის განცხადებების მიღება საბავშვო ბაღებში 20 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მოხდება: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები; დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა); ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები; სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს); იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი; სხვა დანარჩენი განცხადებები.

განაცხადების მიღება სასურველ ბაგა-ბაღში იწარმოებს, საიდანაც ისინი ბაღების მართვის სააგენტოში გადაიგზავნება.

Facebook Comments

ახალი დადებული