თურქეთში ავარიის დროს დაშავებულების შესახებ საკონსულო განცხადებას ავრცელებს

14 აგვისტოს ტრაპიზონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულეზე საქართველოს საკონსულო ტრაპზონში ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტრაპიზონის ორ კლინიკაში საქართველოს სამი მოქალაქე მკურნალობდა. ორი ქართველი ქალი დღეიდან ტრაპიზონის კლინიკებიდან გაეწერება და სარეაბილიტაციო კურსს გააგრძელებს ბათუმის კლინიკებში. ორივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება ერთი დაზარალებული კაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.

დაშავებულებთან 15 აგვისტოს ოჯახების წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. თურქეთში ავარია 14 აგვისტოს მოხდა.

მიკროავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა. მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული