პრემიერმა ახალი რწმუნებულები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები წარადგინა.

მამუკა ბახტაძემ მცხეთა მთიანეთის რწმუნებულის პოსტზე შალვა კერესელიძის კანდიდატურა წარადგინა.

ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი იქნება, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოსტზე მამუკა ბახტაძემ ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პოსტს ალექსანდრე მოწერელია დაიკავებს.

გურიის რეგიონის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ხოლო იმერეთის რეგიონის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე იქნება.

„ის გეგმები, რომელსაც რეგიონების განვითარებისთვის დავისახეთ, შეუფერხებლად, სრულყოფილად და ძალიან ამღალი დონის დისციპლინით.

ჩვენს მიერ შერჩეულ ადამიანებს ეძლევათ საშუალება, თავიანთი კვალიფიკაცია, ენთუზიამი მოახმარონ ჩვენს ერს და და ქვეყანას“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული