სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი იქნება

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის პოსტზე ნინო ვიბლიანი წარადგინა.

ვიბლიანს ამ დრომდე სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ეს პოსტი ალექსანდრე მოწერელიამ ჩაიბარა.

Facebook Comments

ახალი დადებული