უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი ავარიაში მოჰყვა

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიფოვი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჰოსპიტალიზირებულია.

Gazeta.uz უზბეკეთის მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც არიფოვი ბეკაბადიდან ტაშკენტში მიემგზავრებოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია პრემიერის ავტომობილში მსხდომი კიდევ ერთი ადამიანის დაშავების შესახებ.

მომხდარის დეტალები უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული