სოზარ სუბარი-მთავრობას ამბიციური და წრაფი რეფორმების გეგმა აქვს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა პრემიერის მიერ ახალი გუბერნატორების წარდგენის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, მთავრობას ამბიციური და წრაფი რეფიორმების გეგმა აქვს, რომლის შედეგიც თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახოს:

„ამის გაკეთება შეუძლებელი იქნება, თუკი თითოეულმა რეგიონმა მხარი არ აუბა ამ რეფორმებს. სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ცვლილება. 7 ახალი გუბერნატორი დაინიშნა და თითოულ ამ გუბერნატორს აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის. თითოეული მათგანი ძალიან კარგად იცნობს იმ რეგიონს, კარგად იციან ზოგადად საქართველოში არსებული მდგომარეობა. შეუძლიათ გუნდური მუშაობა, რაც იქნება უმთავრესი. საქართველოში პრაქტიკულად 2 დონიანი მმართველობა გვაქვს, არის ცენტრალური ხელისუფლება და თვითმმართველობა, და არის კიდევ ერთი დონე, ესაა გუბერნატორი, რომელიც ერთგვარი მაკოორდინირებელი უნდა იყოს ერთის მხრივ ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობის, მეორეს მხრივ რეგიონების მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფელბას შორის.

საქართველო ისტორიულად კუთხეებისგან შედგება, ეს არის ის გამოწვევა, სიძლიერე ჩვენი ქვეყნის, რომლის მრავაფლეროვნებით არის ძლიერი ჩვენი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, მხოლოდ თვითმმართველობების, მხოლოდ ცალკეული მუნიციპალიტეტების დონეზე კი არ მუშავდებოდეს გარკვეული გეგმები, არამედ მთელი რეგიონების და ამ რეგიონებს შორის კავშირი იყოს ძალიან მჭიდრო. დარწმუნებული ვარ, ამ ახალ გუნდთან ერთად შევძლებთ ამ კავშირის დამყარებას. სამუშაო ადგილების შექმნა არის ქვეყნის განვითარების შემადგენელი ნაწილი და სწორედ იმ ამბიციური რეფორმების შემადგენელი ნაწილი, რომელიც ვახსენე. გუბერნატორების მთვარი დავალება და ამოცანა იქნება, სწორედ მთავრობის გეგმები თითოეულ რეგიონამდე მიიყვანოს, მოქალაქემდე და ყველა გახადოს მონაწილე ამ რეფორმების.

ბუნებრივია გუბერნატორი თვითონ ვერ შექმნის სამუშაო ადგილებს, თუმცა გუბერნატორს შეუძლია შექმნას ამინდი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, კარგი კოორდინაცია თვითმმართველობებს შორის, რადგან შეუძლებელია კარგად განვითარდეს მაგალითად სენაკის რაიონი, თუ სენაკის მერს შესაბამისი ურთიერთობა არ აქვს ხობის, ან აბაშს მუნიციპალიტეტებთან. სწორედ ასეთი კოორდინაცია ერთის მხრივ თვითონ თვითმმართველობებს შორის, მუნიციპალიტეტბს შორის და მეორეს მხრივ კოორდინაცია ცენტრალურ ხლეისუფლებასა და რეგიონებს შორის, იქნება მთავარი ამოცნაა გუბერნატორებისთვის”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: