ბათუმში ტროტუარებზე განთავსებული კაფე-ბარები და სავაჭრო ობიექტები დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 20 დღეში ბათუმში ტროტუარებზე განთავსებული 42 კაფე-ბარი და სავაჭრო ობიექტი დააჯარიმეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

საჯარიმო სანქცია საერთო ჯამში 15 ათას ლარზე მეტია.

ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტო მონიტორინგს გარემოვაჭრეებთან და და კაფე-ბარების მეპატრონეებთან, გამკაცრებული მიდგომების ფარგლებში, ბათუმის მერის 12 ივლისის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, ბათუმის ცენტრალური ქუჩების ტროტუარები გათავისუფლდება. მომავალი კვირიდან კი წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს და კაფე-ბარების მეპატრონეებს გაფრთხილებენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული