საქართველოში 8 თვეში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2018 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს. მათივე ცნობით, 2017 წლის შესაბამის პერიოდში აივ ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ ინფიცირებული პირი. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი – 2 622 შემთხვევა – რეგისტრირებულია თბილისში.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5382 – მამაკაცია, 1813 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3786 პაციენტს. 1471 პაციენტი გარდაიცვალა. 31 ივლისის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 4409.

წყარო:interpressnews

Facebook Comments
%d bloggers like this: