Advertisements

ძაღლი ჩიკო, რომელსაც წვიმიან ამინდში საბანში, კომპიუტერთან ყოფნა უყვარს (ვიდეო)

მაშინ, როდესაც ძაღლების უმეტესობამ არ იცის რა გააკეთოს, იაპონური შიბა ინუს ჯიშის ძაღლს, ჩიკოს ურჩევნია ადამინად გარდაიქმნას და თავის ლეპტოპში შოუებს უყურუს.   Netflix–დამოკიდებული ძაღლის შესახებ გამოცემა MASHABLE წერს.

Nusagi

ჩიკოს პატრონმა ოლესია კუზმიჩოვამ სააგენტო Metro–ს განუცხადა, რომ ტელევიზორის ყურების ჩვევა ჩიკოს სახლში მოყვანისთანავე დაეწყო.

ძაღლის ადამიანის მსგავს მიდრეკილებებს მას არავინ  აიძულებს და არავის  სურს შემდეგ ამაზე სასაცილო ვიდეოები გადაიღოს. ეს თავად ჩიკოს უცნაური ინსტინქტებია.

“ერთხელ მე Netflix–ს ვუყურებდი მასთან ერთად და რამდენიმე წუთის შემდეგ მან ორი ფეხი ქვემოთ ჩამოწია, როგორც ადამიანმა”, განუცხადა კუზმიჩოვამ Metro–ს.

ისევე როგორც თქვენ, ჩიკოსაც უყვარს თავის საყვარელ კაპიშონიან ქურთუკში და ფუმფულა საბანში ყოფნა და მულტფილმების ყურება. ჩვენ ყველას გვიყვარს ძილის წინ ტელევიზორთან დარჩენა, მაგრამ ჩიკოს სამზარეულოს მაგიდასთან ჯდომა და ისე ყურება ურჩევნია, როგორც ზრდასრულ ადამიანს შეეფერება.

ოთახში ყოფნის დროს ჩიკოს ყურსასმენები მზად აქვს, იმ შემთხვევისთვის, თუ გადაცემა ძალიან ხმამაღალია. არ ინერვიულოთ – ჩიკოს არც პოპკორნის გამზადება დაავიწყდება გვიან ღამით Netflix–ის მარათონის საყურებლად. ისევე როგორც ყველა მილენიუმის თაობის წარმომადგენელს, ჩიკოსაც აშკარად აქვს პრობლემები სატელევიზიო დამოკიდებულებასთან – ზოგჯერ ის  კომპიუტერს იპარავს პარკში დოკუმენტური ფილმების საყურებლად.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული