სააკაშვილი ივანიშვილს-“შენი მუქარების არ მეშინია, აუცილებლად გესტუმრები და წნევას გაგიზომავ”

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ე­მუქ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ იფიქ­როს.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბის ეში­ნია და სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბად სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ნიშ­ვნა.

„ახ­ლად წარ­დგე­ნი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი­დან, თით­ქმის ყვე­ლა სუს-ის მიერ წარ­დგე­ნი­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი არი­ან, რაც ნიშ­ნავს მხო­ლოდ ერთს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ემ­ზა­დე­ბა მა­სობ­რი­ვი გა­ყალ­ბე­ბის­თვის და ხალ­ხის ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის­თვის. ასე­ვე, ჩემი ჩა­მოს­ვლის­თვის…

გუ­შინ და­უ­რე­კა ჩვენს სა­ერ­თო ნაც­ნობს ამე­რი­კა­ში და მუ­ქა­რა გად­მომ­ცა, რომ არც ვი­ფიქ­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ის ჩემი ნაც­ნო­ბი მას რა სა­ხე­ლი­თაც იყო რუ­სეთ­ში ცნო­ბი­ლი, იმ სა­ხე­ლით იც­ნობს – ბო­რი­სად. ასე რომ, ბო­რია, შენი მუ­ქა­რე­ბის მე არ მე­ში­ნია, აუ­ცი­ლებ­ლად გეს­ტუმ­რე­ბი და წნე­ვას გა­გი­ზო­მავ, მკურ­ნა­ლო­ბას და­გი­ნიშ­ნავ და ხალ­ხიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მოგ­ხე­დავს. არ გიშ­ვე­ლის გო­გაშ­ვი­ლის შეც­ვლა“, – წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

Facebook Comments

ახალი დადებული