შრი-ლანკაზე აგრესიული სპილო მგზავრებს თავს დაესხა

შრი-ლანკაზე, ქალაქ კატარაგამაში სპილო მგზავრებით სავსე ავტობუსს თავს დაესხა. ცხოველმა ჯერ ავტომობილს გზა გადაუღობა, შემდეგ ახლოს მივიდა და ხორთუმის დარტყმით დააზიანა.

მძღოლმა მანქანა უკანა სვლით დაძრა და ცხოველისგან თავის დაღწევას შეეცადა, სპილო მანქანას გაეკიდა. მძღოლს რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ ცხოველისგან თავი დაეხსნა და სამშვიდობოს გაეღწია.

Facebook Comments

ახალი დადებული