გაირკვა, თუ ვინ არის გოგო ლურჯ კაბაში, რომელმაც მსოფლიო მედია აალაპარაკა

გოგო ლურჯ კაბაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ვინ არის გოგო ლურჯ კაბაში – ამ სათაურით არაერთი სტატია დაიწერა. აქტიურობდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც, რომელთაც მისი ვინაობა აინტერესებდათ.

როგორც აღმოჩნდა, ის NBC-ის ჟურნალისტი კასანდრა სემიონია, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესს აშუქებდა.

21-ე საუკუნეში ჟურნალისტები ახალი ამბების გაშუქებისას ტელეფონებსა და ინტერნეტს იყენებენ, თუმცა, მაშინ როდესაც მანაფორტის პროცესზე ჟურნალისტებს ტელეფონების შეტანის უფლება არ მისცეს, მათ მაყურებლამდე “ვერდიქტის მიტანა ფეხით მოუწიათ.”

სემიონმა კი ყველაზე მეტად მონდომა და პროცესის დასრულების შემდეგ დარბაზი რეკორდული სისწრაფით დატოვა. მორბენალი ჟურნალისტის ვიდეოს სოციალურ ქსელებში მილიონობით ნახვა აქვს.

Facebook Comments

ახალი დადებული