გამყიდველი, რომელიც 17 წლის აუტისტს კეთილად მოექცა, მანქანით დაასაჩუქრეს

აშშ-ში, სურსათის მაღაზია Rouses Market-ის ახალგაზრდა თანამშრომელი  ჯორდან ტეილორი ინტერნეტ გმირი გახდა მას შემდეგ, რაც  ნახევარი საათის განმავლობაში ნება მისცა 17 წლის აუტისტ ბიჭს, ჯეკ ედუარდსს ხილის წვენები თაროებზე დაელაგებინა. ვიდეო აუტისტი ბიჭის მამამ გადაიღო და  ინტერნეტში ატვირთა. კადრებში 20 წლის გამყიდველი ამბობს, რომ მათემატიკოსი უნდა გამოვიდეს და კოლეჯისთვის ფულს აგროვებს.

რამდენიმე კვირის შემდეგ, აუტისტი ბიჭის დის მიერ შექმნილმა ინტერნეტ-გვერდმა ჯორდან ტეილორის სწავლის დასაფინანსებლად 100 ათასი დოლარი მოაგროვა. Rouses Market-მა კი ჯეკ ედუარდს  თაროების გამფორმებლის სამსახური შესთავაზა.

სამშაბათს, Neighbors Federal Credit Union-მა განცხადება გაავრცელა, რომელში აღნიშნა, რომ ჯორდან ტეილორს ახალი ავტომობილი საჩუქრად გადასცა.

„გვეამაყება, რომ საშუალებას ვაძლევთ ტეილორს, კოლეჯში სწავლის პერიოდში, მოინახულოს ხოლმე თავისი ოჯახი“,-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავტომობილი ტეილორის დედას გადაეცა, რომელმაც განაცხადა, რომ მის შვილს სიკეთე იმისთვის არ გაუკეთებია, რომ შემდეგ თავი მოეწონებია, „ის ბუნებით ასეთი კეთილია“,-განაცხადა დედამ

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული