უშბაზე 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ეს ინფორმაცია imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გარდაცვლილები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც წლების წინ დაიკარგნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ მათი ნეშტების გადმოსასვენებლად უშბაზე ვერტმფრენს გააგზავნის.

Facebook Comments

ახალი დადებული