მოროშკინა- ე.წ.კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილთაგან არცერთი არ იყო ე.წ.”ჩამპალი ნარკომანი

,,მოდით შევეცადოთ უემოციოდ(რაც წარმოუდგენლად რთულია, ვიფიქროთ რა ხდება ჩვენს თავს და კიდევ რამდენი გიორგი,მაია, ნიკა, ლევანი და ა.შ. უნდა მივაბაროთ მიწას! თან ე.წ.კლუბური ნარკოტიკით გარდაცვლილთაგან არცერთი, ვიმეორებ-არცერთი არ იყო ე.წ.”ჩამპალი ნარკომანი”…
იღუპებიან არა ნარკომანები, არამედ ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ახალგაზრდები, რომლებმაც შხამი პირველად გასინჯეს….და უკანასკნელად ..
“შხამი” ტყუილად არ მიხსენებია!

ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება დივერსია, რიმელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაწყვეტას და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას…
ჩვენ უკვე ვეღარ ვაკონტროლებთ სიტუაციას და თითოეული ჩვენთაგანის შვილი პოტენციური სამიზნეა!
ამ უბედურებას არ აქვს არც პოლიტიკური არც იერარქიული არც სოციალური გრადაცია.
ყველა ქართველი ახალგაზრდა
ბიოლოგიური ომის პოტენციური მსხვერპლია!
ამიტომ, არა ვიშვიში და უბედური სმაილიკები, არამედ მოქმედებაა საჭირო!
ვინ არის მტერი?

ვის სურს საქართველოს რუქიდან წაშლა?
რომელი ქვეყნის სპეც.სამსახური არ გვწყალობს?
და რომელი გვწყალობს რო?
ჩვენ არავის ვჭირდებით!
არცერთ მეზობელს, 
არცერთ ევროპულ ქვეყანას და არც ოკეანის მიღმა ათენებენ ჩვენზე ფიქრით…
ჩვენ მარტო ვართ ორ ზღავს შუა და რაც უფრო ადრე დაგვიბრუნდება საკუთარი ქვეყნის გადარჩენის დაკარგული ინსტიქტი, მით უფრო მალე ავდგებით ჩოქბჯენიდან!
ამიტომ შევეშვათ შავი კატის ბნელ ოთახში ძებნას, ამის არც რესურსი გვაქვს და არც საშუალება და მივთხოვოთ სუსს განსაკუთრებული შტაბის შექმნა და უახლოეს პერიოდში სიმართლის დადგენა!

P.S. ნებიესმიერ ჰოლივუდის ფილმში, მცირე დოზით მაინც არის მსუბუქი ნარკოტიკის რეკლამა, რომელიც რეალურად არ კლავს და რომ არა ეს ფაქტი, ცენზურით დაიბლოკებოდა!! ამერიკელებს უყვართ თავისიანები!
ჩვენს ქვეყანაში საწამლავი კლავს და არა ნარკოტიკი- აი აქ უნდა ვეძებოთ ძაღლის თავი!”– წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ლალი მოროშკინა

Facebook Comments

ახალი დადებული