მოცეკვავე ლინდსი კემპი 80 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ლინდსი კემპი, რომელმაც დევიდ ბოუი შთააგონა 80 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

კემპი პოპის გულშემატკივრებისთვის იმით იყო ცნობილი, რომ ის ბოუის მისი ეგოს – Ziggy Stardust-ის შექმნაში დაეხმარა, მომღერალ ქეით ბუშს კი ცეკვა ასწავლა.

ნენდი პინტო-დასჩინსკი, რომელიც კემპზე დოკუმენტურ ფილმს კეთებდა BBC-ის განუმარტა, რომ ის „ბუნების ძალა“ იყო და სიკვდილამდე ლივორნოში (იტალია) მუშაობდა.

ლინდსი კემპის შემოქმედება პანტომიმას, ცეკვას, თეატრსა და კაბარეს აერთიანებს.

Facebook Comments

ახალი დადებული