რომან აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას აპირებს

უნდის საერთო ღირებულების დასადგენად, აბრამოვიჩმა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბანკს, Raine Group-ს  მიმართა და „ჩელსის” აქციები 2 მილიარდ ფუნტად შეფასდა. ბანკი Raine Group-ი საქვეყნოდაა ცნობილი, ის 2015 წელს „მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ მფლობელს აქციათა 13 პროცენტის გასხვისებაში დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩმა ლონდონის საფეხბურთო კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი 2003 წელს, 140 მილიონ ფუნტად შეიძინა და მას შემდეგ „ჩელსი” ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, 2012 წელს კი გუნდმა ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ივნისში გავრცელდა ცნობა, რომ რომან აბრამოვიჩმა ბრიტანეთის ერთ-ერთ მდიდარ კაცს ჯიმ რეთკლიფის „ჩელსის“ £2 მილიარდად მიყიდვაზე უარი უთხრა.

Facebook Comments

ახალი დადებული