დაუნის სინდრომის მქონე მოდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოვა

სექტემბერში დაუნის სინდრომის მქონე მარიან ავილა პირველი ესპანელი მოდელი გახდება, რომელიც ნიუ-იოკის მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილოებას. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მართალია ის 2-წლიანი კარიერის განმავლობაში ესპანეთის მთავარ პოდიუმებზე გამოდიოდა, თუმცა მსოფლიო მასშტაბის შოუში მიღებით მისი ოცნება ახდა. „ბავშვობიდან მინდოდა მოდელობა, სულ ამის შესახებ ვლაპარაკობდი“- ამბობს მარიანი.

მისი ისტორია მედიაში მოხვდა, გასულ წელს კი მან ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მოულოდნელი შეტყობინება მიიღო. “მე წავიკითხე სტატია თქვენზე და აღვფრთოვანდი. თქვენ ამბობს, რომ გინდათ ნიუ-იორკის პოდიუმზე მოხვდა. მე და მამას გვინდა თქვენი ოცნება რეალობად ვაქციოთ!- ამ შეტყობინების ავტორი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მოდელების კოორინატორის 14 წლის შვილი აღმოჩნდა.

2017 წელს მოდელების კონკურსში გამარჯვების მარიან ავილამ გადაწყვიტა საერთაშორისო ელჩი გამხდარიყო, რომელიც დაუნის სინდომის მქონე ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის.

Facebook Comments

ახალი დადებული