საგარეო პოლიტიკა

მოსკოვის დროით, 07:00 სთ-ზე რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს ახალი სანქციები შევიდა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის  სანქციების ახალი პაკეტი  ორშაბათს, მოსკოვის დროით 07:00 სთ-ზე, ხოლო  ვაშინგტონის  დროით 00:00 სთ-ზე შევიდა ძალაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში იარაღის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე ლიცენზიების გაცემას წყვეტს. სანქცია არ ეხება ექსპორტს კოსმოსისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში.

ასევე, შეწყდება აშშ-ის ნებისმიერი დახმარება, გარდა სასწრაფო ჰუმანიტარული და საკვები პროდუქტების ექსპორტისა.

მოსკოვი ასევე დაკარგავს საკრედიტო გარანტიებს და სხვა ფინანსურ დახმარებებს ამერიკული ორგანიზაციებიდან.

აშშ-ის ხელისუფლებამ 8 აგვისტოს ახალი ეკონომიკური შეზღუდვები დააანონსა, რომლებიც ელექტრობასა და საწვავის ტექნოლოგიების კომპონენტებს მოიცავს. აღნიშნული კანონპროექტის ავტორები მოსკოვს ბრალს სდებენ ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებაში. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

 

Facebook Comments