ფლორიდაში მასობრივი სროლის შედეგად არიან დახოცილები

აშშ-ში, ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილში მასობრივი სროლის შესახებ ადგილობრივი შერიფის ტვიტერ-ექაუნთი იუწყება.

ჯექსონვილ-ლენდინგის რაიონში, მასობრივი სროლა მოხდა. ნუ მიუახლოვდებით მოცემულ რაიონს, იქ ახლა უსაფრთხო არ არის. თავი შორს დაიჭირეთ გადაკეტილი კვარტლებისგან. ეს ეხება საინფორმაციო საშუალებებსაც“,-ნათქვამია სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიცია მსხვერპლის დიდი რაოდენობის შესახებ საუბრობს. News4Jax-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე ოთხი ადამიანი, 11 კი დაშავებულია.

Reuters -ი აზუსტებს, რომ სროლა კიბერსპორტული ტურნირის ტრანსლაციის დროს დაიწყო ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში.

 

Facebook Comments

ახალი დადებული