რას აცხადებენ ექსპერტები იესოს ცოლის შესახებ პაპირუსის ფრაგმენტზე

გამოცემა THE GUARDIAN -ის ცნობით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ პაპირუსი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ იესოსო ცოლი ჰყავდა, სავარაუდოდ, ყალბია. 

ახალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ფრაგმენტი, რომელშიც იესო ახსენებს ფრაზას – “ჩემი ცოლი”, სავარაუდოდ თანამედროვე გაყალბებაა. ჰარვარდის პროფესორი, რომელმაც თავის დროზე პაპირუსის პატარა ფრაგმენტის გამოქვეყნებით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ახლა აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეს ფალსიფიკაცია იყო.

ჰარვარდის საღვთო სკოლის პროფესორმა კარენ კინგმა რომში 2012 წელს პაპირუსის ფრაგმენტი გამოიტანა. ფრაგმენტი, რომელიც კოპტურ ენაზე იყო დაწერილი, შეიცავდა ფრაზას, “იესომ უთხრა მათ, – ჩემი ცოლი.” ამ აღმოჩენამ მეცნიერებს შორის თავიდანვე გამოიწვია დაპირისპირება და დებატები .

მისი ნამდვილობის შესახებ ეჭვები თითქმის დაუყოვნებლივ გაჩნდა. კინგმა განაცხადა, რომ უფრო სავარაუდოა, ვიდრე არა, რომ ფრაგმენტი თანამედროვე ფალსიფიკაციაა. მან  ჟურნალ Atlantic–ში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია მოიყვანა, სადაც გარკვეული კითხვები დაისვა პაპირუსის მფლობელის, ფლორიდელი ბიზნესმენის, ვოლტერ ფრიცის მიმართ.

Atlantic–ი ასევე პირველი იყო, რომელმაც გამოაქვეყნა კინგის აღიარება, რომ პაპირუსი სავარაუდოდ ყალბი უნდა იყოს.

“მე თუ დღეს მკითხავთ,  რა მიმართულებით ვიხრები – უძველესი ტექსტის, თუ თანამედროვე გაყალბების მხარეს, ამ ახალ მტკიცებულებაზე დაფუძნებით მე უფრო თანამედროვე სიყალბისკენ ვიხრები”, განუცხადა კინგმა Associated Press–ს.

Atlantic–მა ფრიცის მონაყოლს შორის – თუ როგორ შეიძინა მან პაპირუსი და დოკუმენტის სინამდვილის დასადასტურებლად როგორ გადასცა იგი კინგს, შეუსაბამობები აღმოაჩინა.

“ეს მტკიცებულება წარმოშობს განსხვავებულ მსჯელობას, იყო თუ არა ის ყალბი და წინ წევს მტკიცებულებას დოკუმენტის სიყალბეზე,”- განაცხადა კინგმა.

Associated Press –ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ ფოსტაში ფრიცმა წერილი დაურთო, რომელშიც მან უარყო პაპირუსის და მისი წარწერის გაყალბება, შეცვლა ან მანიპულირება.

ჩრდილოეთ კაროლინას დუკის უნივერსიტეტის რელიგიის საკითხთა პროფესორმა, მარკ გუდაკრმა განაცხადა, რომ ეჭვები ფრაგმენტის ნამდვილობის თაობაზე კინგის მიერ რომში გამართულ კონფერენციაზე ტექსტის წარმოდგენისთანავე დაისვა.

“როდესაც ამგვარ რამეს უჩვენებ იმ ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება მათ ყურებაში გაატარეს, ბევრი მათგანი დაუყოვნებლივ გეტყოდათ, რომ რაღაც საეჭვო იყო მასში”, განაცხადა გუდაკრმა. მისი განმარტებით,  სჯერა და შესაძლებლად მიაჩნია, რომ “კინგი გაასულელეს”.

კინგის განმარტებით კი, ის ყოველთვის აცხადებდა, რომ ფრაგმენტი არ იყო მტკიცებულება იესოს ქორწინების შესახებ.

“ეს ადრექრისტიანული ისტორიის ნაწილია, იმის შესახებ, უნდა დაქორწინებულიყვნენ, თუ არა ქრისტიანები”, განაცხადა მან. მისი განცხადებით, ის სულაც არ არის კმაყოფილი, რომ მოატყუეს, მაგრამ “უცნაური შვება“ იგრძნო Atlantic-ის სტატიის წაკითხვის შემდეგ. ჰარვარდის საღვთო სკოლის დეკანის, დევიდ ჰემპტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ახლა მთავარია სიმართლის მიდევნება მეცნიერული კვლევით, გამოძიებით და აქტიური დებატებით”.

„სკოლა მადლიერია იმ მრავალი მკვლევარის, მეცნიერის, ტექნიკოსის და ჟურნალისტის, რომლებმაც თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მიუძღვნეს პაპირუსის ფრაგმენტის საფუძვლების და მნიშვნელობის გაგებას“, განაცხადა ჰემპტონმა.

წყარო : THE GUARDIAN

Facebook Comments

ახალი დადებული