.ვარ­კე­თილ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია

მიმდინარე წლის 8 აგ­ვის­ტოს ვარ­კე­თი­ლი 3-ის პირ­ვე­ლი მიკ­რო­რა­ი­ო­ნის25-ე კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზო­ში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ინფრომაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 41 წლის გიორგი ფეიქრიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცოლის მეგობარმა კაცმა ესროლა.

თავდამსხმელმა იარაღით 48 წლის კაციც დაჭრა დაზარალებული სადარბაზოში სისხლიან გარჩევას შეესწრო.

ამასთან, ბრალდებულმა, კაცის დაჭრის შემდეგ მისი მეუღლე, 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება  განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული