მეცნიერები: დედის რძეში კანაფის კვალი 6 დღეს რჩება

სან-დიეგოს სამედიცინო სკოლის სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ დედის რძეში კანაფის კვალი 6 დღის განმავლობაში რჩება. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილე 50 ქალის რძეს ანალიზი ჩაუტარეს. მანამდე კი მათ რამდენიმე შტატში ლეგალური კანაფი მოიხმარეს.

როგორც გაირკვა, ნარკოტიკული საშუალების გარკვეული დოზა დედის რძეში 6 დღეს რჩება და ახალშობილებსაც მიეწოდებათ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად საშიშია ეს დოზა და გავლენას ახდენს თუ არა ის ბავშვის ჯანმრთელობაზე.

Facebook Comments

ახალი დადებული