ღვთისმშობლის ასაკი გარდაცვალების (მიძინების) დღეს

ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებლური დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის შედის. ღვთიმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს

ევსები კესარიელის მიხედვით, მარიამმა ქრისტესშობიდან 48 წელს , 63 წლის ასაკში მიიძინა, თუმცა სხვა ადრეული ქრისტიანული წყაროების მიხედვით მისი გარდაცვალება მოგვიანებით მოხდა. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, მაგრამ მათგან ყველაზე სარწმუნოა, რომ ღვთისმშობელმა იცოცხლა 72 წელი და გარდაიცვალა დაახლოებით ქრისტეს დაბადებიდან 57 წელს, როგორც ამას ეპიფანე კვიპრელი და გიორგი კედრენეგადმოგვცემენ. მათ ეთანხმებიან წმ. ანდრია კრიტელი და სიმეონ მეტაფრასი, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ მარიამმა სიბერემდე იცოცხლა.

ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა.   უფალმა  ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული თავად უფლის ხელით ავიდა ცათა საუსუფეველში.

15(28 )  აგვისტო. უცებ ტაძარი განათდა და მაცხოვარი ანგელოზებთან ერთად თავისი ღვთაებრივი ბრწყინვალებით იხილა ყველა იქ მყოფმა. ღვთისმშობელმა თავის ძეს უთხრა:”ღმერთო, მზად არის ჩემი გული. დაე, აღსრულდეს შენი სიტყვა!” უფალმა კი მისი წმინდა სული ანგელოზებთან ერთად ზეცაში აიტაცა. ანგელოზები გალობდნენ.

როდესაც ღვთსიმშობლის სულის ამაღლება დასრულდა, მისი სხეული და სახე ანათებდა, როგორც მზე. ვინც კი ეხებოდა მის წმინდა გვამს, იკურნებოდა. ამის შემდეგ მოციქულებმა პეტრე, პავლე და იაკობმა  მისი სხეული  წააბრძანეს გეთსიმანიისკენ. გზაში მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და მრავალი სასაწაული აღესრულებოდა.

როდესაც ღვთისმშობლის სხეული სამარხში ჩააბრძანეს, იერუსალიმში მოვიდა თომა მოციქული. მწარედ ატირდა, რომ დაიგვიანა და ვერ შეძლო გამოთხოვება. დანარჩენ მოციქულებს შეეცოდა თომა და გახსნეს ღვთისმშობლის საფლავი, მაგრამ შიგ მხოლოდ შესამოსელი იხილეს, გვამი არსად იყო.  საღამოს შეევედრნენ უფალს: გაეხსნა საიდუმლო, თუ სად წავიდა ღვთისმშობლის გვამი. დასხდნენ სატრაპეზოდ.  უცებ მოესმათ ანგელოზების გალობა. იხილეს ღვთისმშობელი ანგელოზებს შორის. ღვთისმშობელმა უთხრა:”გიხაროდენ, რამეთუ მე თქვენთან ვარ ამიერიდან და უკუნისამდე”.

გახარებულმა მოციქულებმა შეჰღაღადეს: “ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.”

ცხელი აგვისტოს დღეებში, მარიამობა აგრილებასთანაც ასოცირდებოდა, საქართველოში გამოთქმაც არსებობს, მარიამმა მიძინების წინ შალი მოიხურაო.

გილოცავთ მარიამობას.

Facebook Comments

ახალი დადებული