თუ გახსოვთ ლექსი “აჩუ, აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო”? აბა, რამდენი დაასრულებს ბოლომდე?

,,ამ ლექსის მცოდნეთა 80 % ამბობს;
“ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,
პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”-ო.

ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა – პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი?

სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი ა რ ა ზ ა ნ შ ი ა ჩაკიდული. 
არაზანი – დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად. 
აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბეეევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, – “პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია”-ო.

იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად და ბავშვებსაც ასევე ასწავლით.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პროფესორი თამარ ბუკია

Facebook Comments

ახალი დადებული