კახეთში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავა, მათგან ერთ-ერთი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევა წუხელ მოხდა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Facebook Comments

ახალი დადებული