სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის თქმით, ის სუსში დღეს, 13:00 საათზე, მოწმის სტატუსით უნდა გამოცხადდეს. ადვოკატის თქმით, სუსს შეკითხვები სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების შესახებ ექნება.

„სპეცოპერაციის ღამეზე სავარაუდოდ, არ გამოკითხავენ, რადგანაც ამ დეტალზე გამოძიება მიმდინარებს თბილისის პროკურატურაში. ახლა უფრო თემირლან მაჩალიკაშვილის ცხოვრების გარშემო ტრიალებენ და სვამენ ძალიან ბევრ კითხვას, თუმცა ისეთ კითხვებს, რომლებზეც პასუხები თვითონაც აქვთ, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც უპასუხა და ამ თემაზე მოწმეებმაც ისაუბრეს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუსში გამოკითხვაზე დღეს უკვე მეოთხედ მივა.

Facebook Comments

ახალი დადებული