ალკოჰოლის მიზეზით ყველაზე მომაკვდავი 3 ქვეყანა დასახელდა

ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო, ჩინეთ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა . ამის შესახებ The Global Times იუწყება.

ჟურნალ The Lancet-ის მონაცემების თანახმად, 2016 წელს ჩინეთში ამის გამო 59 000 ქალი და 650 000 მამაკაცი დაიღუპა.

მეორე ადგილზეა ინდოეთი: 42 000 ქალის სიკვდილი და 290 000 მამაკაცის.

რეიტინგში მე-3 ადგილზეა რუსეთი. 2016 წელს ლოთობის მიზეზით 43 000 რუსი ქალი და 180 000 მამაკაცი დაიღუპა.

რუსეთს 2 პუნქტით ჩამორჩება აშშ. აქ სპირტიანი სასმელის მიზეზით 19 ათასი ქალი და 71 ათასი მამაკაცი დაიღუპა.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ალკოჰოლი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პლანეტის მცხოვრებთა ჯანმრთელობის პრობლემებისა. კვლევის თანახმად, ალკოჰოლის გამოყენების ზრდასთან ერთად, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელიც იზრდება, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებებისგან.

ამასთან, ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული რისკები მხოლოდ იმ შემთხვევაში იკლებს, თუ ალკოჰოლის მოხმარება მთლიანად იქნება შეწყვეტილი.

ჩინეთის ალკოჰოლური კულტურა მრავალფეროვანია., ქვეყანაში სვამენ როგორც ღვინოს და ლუდს, ისე ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს- ბაიცზუს, რომელიც არაყს ჰგავს. ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩინეთშიც, ალკოჰოლი ურთიერთობების კატალიზატორის როლს ასრულებს, ამიტომ ჩინელები დღესასწაულებზე სპირტიან სასმელებს მიირთმევენ. გარდა ამისა, არსებობს დადებული გარიგების ალკოჰოლით „დასველების“ ტრადიციაც.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული