ლევან გობრონიძე-საინტერესო რამ მოხდა “რუსთავი2″-ში

ბლოგერი ლევან გობრონიძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის წილის გასხვისებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“საინტერესო რამ მოხდა “რუსთავი2”-ში. იმდენი იძახა მისმა დირექტრომა პრორუსული, რუსეთი და რუსეთუმეო, რომ არც მეტი არც ნაკლები, მათი მფლობელი, რომელმაც არხის 50 პროცენტიანი წილი შეისყიდა რუსეთის და საქართველოს მოქალაქე, ნიკოლოზ ნაყოფიაა, ბიზნესმენ კობა ნაყოფიას შვილი.

ახლა გამოვიდეს ნიკა გვარამია, გამოაცხადოს არხზე საგანგებოდ, რომ ის არ ითანამშრომლებს რუსეთის მოქალაქესთან და იყვიროს, რომ პატრიოტია!!  მაგრამ ამას ნაკლებად ველოდები. ისე ნირწამხადარმა კი გააკეთა კომენტარი და თქვა ჩემი კომპეტენცია არ არის ტელევიზიის წილების საკითხიო.

არც მედიას ამოუღია ხმა და კითხვაც არ დასმულა, სხვას რომ პრორუსულებს ეძახიან და მათი მფლობელი პირდაპირ რუსეთის მოქალაქე რომ არის..  ახლა ვინ არის რეზიდენტი, თქვენ თუ მე? .. განა რამე სასწაულია რუსეთის მოქალაქე რომ არის, უბრალოდ სხვის თვალში ბეწვს რომ ხედავთ და საკუთარში დირეს ვერ ამჩნევთ ამაშია საქმე.– წერს ლევან გობრონიძე.

 

Facebook Comments

ახალი დადებული