მაკკეინის ანდერძით, მის კუბოს რუსი ოპოზიციონერი წაიღებს

ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის დასაფლავება 1 სექტემბერს , ვაშინგტონში გაიმართება. პოლიტიკოსის ანდერძით, მის კუბოს კარა-მურზა-უმცროსი წაიღებს, ამის შესახებ რუს ოპოზიციონერს მისი და მაკკეინის საერთო მეგობარმა შეატყობინა.

„რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ეს დიდი პატივია, რომელიც ყველაზე ღრმა მწუხარებას იწვევს, რაც ოდესმე წარმომედგინა“,-განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა.

კარა-მურზას გარდა, კუბოს მაკკეინის ცხედრით წაიღებენ აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ყოფილი სენატორი-დემოკრატი რას ფეინგოლდი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი უილიამ კოენი, მსახიობი უორენ ბიტი და პოლიტიკოსის რამდენიმე სხვა მეგობარი.

მაკკეინი ბორის ნემცოვის ფონდის ხელმძღვანელს, კარა-მურზას არაერთხელ შეხვედრია. ის მას მეგობრად მოიხსენიებდა, ხოლო როდესაც კარა-მურზა მოწამვლის გამო მკურნალობდა, მაკკეინი სენატში სიტყვით გამოვიდა და მისი ჯანმრთელობისთვის ლოცვა წარმოთქვა, მან მოწამვლის მცდელობაში ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა.

სენატორი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს ტავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული