ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არაერთგზის ჩადენილი ნარკოდანაშაულის, მათ შორის დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებული, ასევე განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სხადასხვა დროს უკანონოდ შეიძინა და შემდეგ გაასაღა ნარკოტიკული ნივთიერებები.

სამართალდამცველებმა მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 2 ოქტომბერს რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

მისი პირადი ჩხრეკისას, ასევე მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება 11,111265 გრამი „ჰეროინი“ და 1,124072 „მორფინი“(მარილი) ამოიღეს.

სასამართლო გადაწყვეტილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Facebook Comments

ახალი დადებული