რუსი მომღერალი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი მომღერალი იოსიფ კობზონი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მომღერალი 80 წლის იყო. მისი მდგომარეობა ივლისის ბოლოს დამძიმდა, როდესაც კობზონი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში რეანიმაციურ განყოფილებაში მოათავსეს.

კობზონს კიბოს დიაგნოზი 2005 წელს დაუსვეს.

Facebook Comments

ახალი დადებული