სოციალური ქსელები და მედია

სახალხო დამცველი გურამ კაშიას სოლიდარობას უცხადებს

Nusagi

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის გურამ კაშიასთვის UEFA-ს მიერ დაწესებული ჯილდოს გადაცემას ეხმიანება და თანასწორობისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის საერთაშორისო აღიარებას ულოცავს.

„საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც თანასწორობის ორგანოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დისკრიმინაციის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და წინასწარი განწყობებია. ამას ადასტურებს გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართული საზოგადოების ცალკეული ჯგუფების აგრესია, რომლის მიზეზი მის მიერ თანასწორობის იდეის ღიად მხარდაჭერა გახდა.

გურამ კაშიას ქმედებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რა მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანოს ერთმა სიმბოლურმა ჟესტმა ჩაგრული ადამიანების მხარდაჭერის და თანასწორობის იდეის პოპულარიზაციაში. სწორედ ამიტომ, ეროვნული ნაკრების წევრობა დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

საქართველოს სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს გურამ კაშიას და წარმატებებს უსურვებს  საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს“, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

28 აგვისტოს ფეხბურთელმა გურამ კაშიამ თავისი Facebook-ის გვერდი გააუქმა და ამის მიზეზი მოგვიანებით განმარტა. „მე სანამ ერთი გულშმატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი კულტურა, მე რელიგიური ადამიანი ვარ“, – დაწერა კაშიამ Instagram-ზე.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,703 ნახვა
%d bloggers like this: