ჩაქვი-ქობულეთის გვირაბთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთაგან ორი ბავშვია, ოთხი კი, უცხო ქვეყნის მოქალაქე. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პაციენტებს ჩაუტარდათ ამბულატორიული მომსახურება. მედიკოსების გადაწყვეტილებით, საავდამყოფოში რჩება 3 პაციენტი, დაკვირვების მიზნით, ერთ-ერთს დაუდგინდა მხრის ძვლის ამოვარდნილობა. დაშავებულები მოინახულა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ავარიის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული