შავ ზღვაში ჰიდროციკლი აფეთქდა, რომელზეც ტურისტები ისხდნენ-შემზარავი ვიდეო

კრასნოდარის მხარის საკურორტო დაბა კაბარდინკასთან, უბედური შემთხვევა მოხდა. შავ ზღვაში ჰიდროციკლი, რომელზე ტურისტი მამა-შვაილი იჯდა, მოულოდნელად აფეთქდა.

შემზარავი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. რეგიონული გამოცემა Кубань 24-ის ცნობით, კადრები თვითმხილველმა გადაიღო. ვიდეოზე ჩანს მამა-შვილი, რომლებსაც აფეთქების ტალღა ჰაერში ისვრის. ინციდენტის შედეგად ორივე მძიმედ დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

Facebook Comments

ახალი დადებული