THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტთან დაკავშირებით მერიამ 10 დიდი ტევადობის ავტობუსი გამოყო

თბილისის მერია 1 სექტემბერს ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილ THE CHEMICAL BROTHERES-ის კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ კონცერტზე დედაქალაქიდან წამსვლელთა სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 დიდი ტევადობის ავტობუსი გამოყო, რომლებიც მგზავრებს კონცერტის დამთავრებამდე მოემსახურებიან.

ავტობუსების გასვლა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან, 16:00 საათიდან დაიწყება.

Facebook Comments

ახალი დადებული