დონეცკში სეპარატისტების ლიდერის მკვლელობა შესაძლოა მის მცველს უკავშირდებოდეს

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო დონეცკის ერთ-ერთ კაფეში აფეთქებისას გარდაიცვალა. ზახარჩენკოს სიკვდილი მის ე.წ. ადმინიასტრაციაში დაადასტურეს. 

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური მიღებულიჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი ორი პირი კი მძიმედ დაიჭრა. ერთ-ერთი  დონეცკის ე.წ. შემოსავლების მინისტრია.

რუსული მედიის ცნობით, სეპარატისტი ლიდერის მკვლელობასთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს მისსავე მცველს. „ინტერფაქსი“ სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ  წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცი კაფეში აფეთქების შემდეგ გაუჩინარდა. პოლიცია სავარაუდო მკვლელად სწორედ მას განიხილავს.

მანამდე პრესაში გაჩნდა ცნობა, თითქოს აფეთქების მომწყობი ყველა პირი დაკავებულია და ისინი უკრაინელი დივერსანტები არიან.

სეპარატისტი ლიდერის დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ ტერორის გზა აირჩია და არა კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარება. ოფიციალური კიევი კი აცხადებს, რომ მკვლელობა კლანებს შორის დაპირისპირების შედეგია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სხვა ვერსიასაც განიხილავს, უწყების პრესმდივნის ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურების მოწყობილი იყოს ოდიოზური ფიგურის მოშორების მიზნით.

 

Facebook Comments

ახალი დადებული