მეცნიერება

ექიმებმა პირველი მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი დაადგინეს

დასავლეთში, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისგან განსხვავებით, დედობის სიხარული შეგნებული 35 წლისთვის იყო შემონახული, ამ დრომდე ადამიანს  სოციალურად რეალიზება უნდა მოესწრო, უზრუნველი ცხოვრებით დამტკბარიყო, დაეგროვებინა ფული, ემოგზაურა, საკუთარი თავი ეპოვა და მხოლოდ ამის შემდეგ გამხდარიყო მშობელი.

სსრკ-ში 25 წლის ასაკში მშობიარობას გვიან მშობიარობას უწოდებდნენ, 35 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა კი შეშლილობად ითვლებოდა.

მაინც რომელია იდეალური ასაკი პირველი მშობიარობისთვის?- ამის შესახებ სამეცნიერო კვლევები ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა, ექიმმა მიროუსკიმ  ჩაატარა.

მეცნიერის აზრით, ჯანმრთელი ქალისთვის, დედობის ოპტიმალური ასაკი 34 წელია.

ასეთი დასკვნის არგუმენტები კი შემდეგია:

  1. ქალები, რომლებიც ბავშვებს 34-35 წლის ასაკში აჩენენ, უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ნორჩი დედები. ლოგიკით ხომ ახალგაზრდა უფრო ჯანმრთელი უნდა იყოს? საუბარია იმაზე, რომ ზრდასრული ქალი ბოლომდე გამოკვლეულია, იცის ყველა თავისი ქრონიკული დაავადება და მიდრეკილება, ანალიზები ბევრჯერ აქვს გაკეთებული და სიურპრიზები ნაკლებად არის მოსალოდნელი.
  2.    ორსულობა და მშობიარობა ქალს აახალგაზრდავებს, 34-34 წლის ასაკში ჰორმონების ასეთი ამოფრქვევა მართლაც ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს, 22-23 წლის ასაკში კი პირიქით, ასეთმა ჰორმონალურმა ფონმა შესაძლოა, დისბალანსი გამოიწვიოს.
  3.  ფსიქოლოგები მიროუსკის თეორიას მხარს უჭერენ: ქალები 34-35 წლის ასაკში , სტტისტიკით, სტაბილური ფსიქიკით გამოირჩევიან, პარტნიორებთან გაცილებით მყარი და კონსტრუქციული ურთიერთობები აქვთ, ასევე გააჩნიათ არა მხოლოდ საბაზისო, არამედ გაცილებით ღრმა ცოდნა იმისთვის, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვის აღზრდას.

 

Facebook Comments