კოლორადოში დედამ შვილი პუმის ხახისგან იხსნა

აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ კოლორადო სფრინგსში  5 წლის ბავშვს მთის ლომი, იგივე პუმა დაესხა თავს. სამართალდამცავების ცნობით, ცხოველი ბიჭს მათი სახლის წინა ეზოში დაესხა თავს.

დედამ ყვირილის ხმა გაიგონა და გარეთ გამოვარდა. ცხოველი მისი შვილის თავზე იყო დამხტარი, განაცხადა პიტკინის ოლქის პოლიციის წარმომადგენელმა.

პუმის თავდასხმის შედეგად ბიჭმა სახის, თავისა და კისრის დაზიანებები მიიღო. როგორც დენვერის საავადმყოფოში აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოდ შეიძლება შეფასდეს.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა ორი მთის ლომი მოკლეს. პიტკინის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მაიკლ ბულიონის განცხადებით, ქალმა, ცხოველის ერთი თათი დაიჭირა და  მარჯვენა ხელით ლომის ხახის გაღებას შეეცადა, შვილის თავის გამოსაღებად.

დედას ხელზე ნაკბენები და ფეხზე ნაკაწრები აღენიშნება.

ლომი, რომელიც სავარადუდ ორი წლისაა, გაიქცა. ველური ბუნების დამცველები აცხადებენ, რომ მათ ახალგაზრდა ლომი სახლთან ახლოს მოკლეს. რამდენიმე საათის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე ლომიც ნახეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, მეთვალყურეობა გაძლიერებულია კოლორადოს მასშტაბით, სადაც სავარაუდოდ 4 500 მთის ლომი ბინადრობს. მთის ლომის თავდასხმის ბოლო შემთხვევა შტატში 2015 წლის ივლისში მოხდა. მაშინ ახალგაზრდა ლომი თავს დაესხა მამაკაცს, რომელიც კოლორადოს ჩრდილო დასავლეთით, მოშორებით თევზაობდა, ნათქვამია ველური ბუნების დაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული