მოსკოვში, ერთ თვეში უკვე მეორე ჩემოდანი იპოვეს გოგონას გვამით

რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩემოდანი იპოვეს, რომელშიც გოგონას გვამი აღმოჩნდა, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ჩემოდანი კრემლის კურსანტთა ხეივანში, 31 აგვისტოს იპოვეს, მასში 18-დან 25 წლამდე გოგოს ცხედარი იდო. „ვიზუალური დათვალიერებით, გვამს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა“,-აღნიშნავენ საგამოძიებო კომიტეტში.

ამ დროისთვის, აღნიშნულ ფაქტზე წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს, დგინდება მომხდარის გარემოებები და გარდაცვლილის ვინაობა.

8 აგვისტოს, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვორონცოვის პარკში, ბავშვების სათამაშო მოედნის ახლოს, ჩემოდანი იპოვეს, რომელშიც ადამიანის გვამი იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ქალის ცხედარი იყო, რომელსაც არანაირი ძალადობრივი  ნიშნები არ ჰქონდა.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: