საქართველოს მოქალაქეს უზბეკი ქალი თურქეთის საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს. თურქული გამოცემა Cumhuriyet-ის ცნობით, საქართველოს 24 წლის მოქალაქე ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი გადაეყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც თურქეთიდან დეპორტირებულია და ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალება.

მსგავსი შემთხვევა 2017 წელს ორჯერ მოხდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული