შსს-მ აზერბაიჯანის მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავა

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაბანში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

Facebook Comments

ახალი დადებული