ცენტრის გადაწყვეტილებას სტუდენტები და აბიტურიენტები აპროტესტებენ

„ჩაიხედეთ ადმინისტრაციულ კოდექსში“ – ამ სახელწოდებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გამოცემული აქტი შეაცვლევინონ. სტუდენტების განმარტებით, ავტორიზაციის აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის არ არის საჭირო ბიუროკრატიული პროცედურები და თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებები, ავტორიზაციის საბჭოს თავად შეუძლია აქტის შეცვლა.

21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ სანიკიძის განცხადებით, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც გეგმავდნენ გამხდარიყვნენ შავი ზღვისა და ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტები, რიგგარეშე მობილობა სექტემბრის პირველ კვირას გამოცხადდება.

29 აგვისტოს, პრემიერმინისტრი შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხს გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს.

ცენტრის გადაწყვეტილებას სტუდენტები და აბიტურიენტები აპროტესტებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული