ძლიერი წვიმის გამო ჩინეთში 127 ათასი ადამიანია ევაკუირებული

სამხრეთ ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში  ძლიერი წვიმის გამო, 127 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ამის შესახებ Dailysabah-ი წერს.

წვიმამ 1.2 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა. დაღუპულია ორი და დაკარგულია ორი ადამიანი. ზარალმა 1 მილიარდი ჩინური იუანი ($146 მილიონი) შეადგინა. განადგურდა 44 700 ჰექტარი სამეურნეო მიწა.

ჩინეთში წვიმების გამო ყოველ წელს უწევთ ადამიანებს საცხოვრებლების დატოვება.

ძლიერი წვიმას წინ ტაიფუნი და ტროპიკული შტორმი უძღოდა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Comments

ახალი დადებული