98 წლის ვეტერანი ცოლის მოსანახულებლად ყოველდღე 20 კილომეტრს ფეხით გადის

98 წლის კორეის ომის ვეტერანი საავადმყოფოში ცოლის მოსანახულებლად ყოველდღე 20 კილომეტრს ფეხით გადის. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

ლუთერ იანგერი პარალიზებულ ცოლს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ყოველდღე სტუმრობს. 2009 წელს ქალს ტვინის დაავადება დაუდგინეს.

წყვილის ქალიშვილმა Yahoo Lifestlye-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ მან მამას არაერთხელ შესთავაზა ავტომობილით გადაადგილება, თუმცა მან ასე ისურვა. მისი თქმით, კრიტიკული მომენტების დროს კაცი ცოლს საავადმყოფოში ღამით მარტო არ ტოვებს.

მშობლების დასახმარებლად ლატიტამ ონლაინ პლატფორმაზე სპეციალური ფონდიც გახსნა, სადაც წყვილის დახმარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამ დროისთვის შემოწირულობების რაოდენობამ 50 ათას დოლარს გადააჭარბა.

Facebook Comments

ახალი დადებული