Boeing-ი, ბორტზე მყოფი 164 მგზავრით, სოჭში დაჯდომისას მდინარეში გადავარდა

თვითმფრინავი  Boeing 737, რომელიც მოსკოვიდან მიფრინავდა, სოჭის აეროპორტში დაჯდომისა, მდინარეში გადავარდა. ლაინერს ფრთა და შასი დაუზიანდა, აგრეთვე მარცხენა ძრავაში ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ავიაკომპანია UTair-ის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. თვითმფრინავი სწორედ აღნიშნული კომპანიის საკუთრებაა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე 164 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

ავარიული დაჯდომისას დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები, ხოლო აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც მგზავრებს თვითმფრინავის დატოვებაში ეხმარებოდა, გულის შეტევითგარდაიცვალა.

მომხდარის მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. სოჭში ძლიერი წვიმა იყო, ხოლო ასაფრენი ბილიკი წყლით იყო დაფარული. ეკიპაჟმა თვითმფრინავის დროული გაჩერება ვერ მოახერხა, შედეგად ის ბარიერს დაეჯახა, ცეცხლი გაუჩნდა და მდინარეში გადავარდა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული