არიანა გრანდემ ნიუ-იორკში 16 მილიონ დოლარად სახლი იყიდა

მომღერალმა არიანა გრანდემ, ნიუ-იორკში 16 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი იყიდა. ამის შესახებ ტაბლოიდები წერენ.

ამავე ინფორმაციით, ამ სახლში გრანდე თავის მომავალ მეუღლესთან პიტ დევიდსონთან ერთად აპირებს ცხოვრებას. ტაბლოიდების ცნობით, წყვილი დაქორწინებას მომავალ წელს გეგმავს. შესაბამისად, 25 წლის მომღერალი ლოს-ანჟელესიდან  ნიუ-იორკში გადასასვლელად ემზადება.

წყვილი ზახი ჰადიდის პროექტით აშენებულ  ძვირადღირებულ 11-სართულიან სახლში იცხოვრებს, სადაც ჯამში 39 აპარტამენტია.

ვარსკვლავის 470 კვადრატული მეტრის ახალი სახლი 5 საძინებელს, 4 აბაზანას, მისაღებს და სამზარეულოს აერთიანებს, ბინის დიზაინი კი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი.

 

Facebook Comments
%d bloggers like this: